- ძლიერმა ქარმა, სენაკში, რუსთაველის ქუჩის 170-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდებოდა გზები.
უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩაერთვნენ ა(ა)იპ “სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის“ და მერიის სამსახურების ჯგუფები.
სპეციალური კომისია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ლევან ელიავასთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, გადახურვითი სამუშაოების განხორციელების დეტალებს ეცნობა.