წარმატებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, პროექტის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, საჯარო სკოლების მე-10 კლასელი მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებაზე, რომელიც საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს, დარეჯან ზარანდიას მიჰყავდა, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 47 წარმატებულ მოსწავლეს პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ინგა ქარდავამ, ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა გვიჩიამ.

მათ ახალგაზრდებს ცოდნის მიღების გზაზე წარმატებები უსურვეს.