საქართველოში კორონავირუსის 4837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1586 პირი.

დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა – 171, იმერეთი – 1 028, ქვემო ქართლი – 257, შიდა ქართლი – 298, გურია – 143, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 444, კახეთი – 889, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 52.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გუშინ, საქართველოში 49 386 ტესტი ჩატარდა.