სენაკელ ფალავანს ფულადი ჯილდო გადასცეს

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, 20 წლის სენაკელ ფალავანს, გიორგი ჩხიკვაძეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის მოპოვებული ტიტული მიულოცა. ჩემპიონატი ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია სენაკელ ჩემპიონს ფულად ჯილდოს გადასცემს. ჩემპიონთან ერთად სენაკის მერი მის მწვრთნელებს – ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდა.

გიორგი ჩხიკვაძეს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში არაერთი სპორტული მიღწევა და ტიტული აქვს მოპოვებული, არის: ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე ჩემპიონი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, ჭაბუკთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი. გიორგი ჩხიკვაძე ფლობს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენისა და წლის წარმატებული სპორტსმენის ტიტულებსაც.