სენაკის მერმა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებს – ანი ესართიას, საბა ხაბურზანიას, ლევან ჭანტურიას და მათ მენტორ მასწავლებელს, ტოლია (უტა) კილასონიას შეხვდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, ანი ესართიას და საბა ხაბურზანიას, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსში – ,,ლეონადრო და ვინჩი“ გამარჯვება, ლევან ჭანტურიას კი – ათასწლეულის გამოწვევის ფონდის – საქართველო MCA-Georgia-ს მიერ გამართულ ინოვაციის კონკურსში გუნდ ,,GOAL DIGGERS“-თან ერთად, მესამე ადგილის მოპოვება მიულოცა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლა-გიმნაზიის სამივე მოსწავლეს ფულადი ჯილდო გადასცა.

წლების მანძილზე, მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში, მენტორმა მასწავლებელმა, ტოლია (უტა) კილასონიამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით, საუკეთესო შედეგებს მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით, მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ მრავალგზის მოიპოვა წარმატება პრესტიჟულ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებზე.