სენაკის მერმა პირველი მოადგილე წარადგინა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების, განყოფილებების უფროსებს და თანამშრომლებს შეხვდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებს პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორებში დაგეგმილ პროექტებს, ზედამხედველობითი ღონისძიებების მიმდინარეობას, ახალ ინიციატივებს, სამოქმედო გეგმების განხორციელების კონცეფციებს.

,,დღევანდელ რეალობაში, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების დაძლევის პარალელურად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მუნიციპალიტეტისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ყველა სექტორის განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული.ჩვენ, გუნდურად, ღირსეულად უნდა შევძლოთ საზოგადოებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელება და სამომავლოდ დაგეგმვა” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ.