12 ნოემბერს, “ეგრისობა” გაიმართება

  • 12 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, სახალხო დღესასწაული – “ეგრისობა” გაიმართება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 11:00 საათი – სენაკელი მხატვრების, ჰაიკო და ჰაინარ გახარიების პერსონალური გამოფენა – სენაკის სამხატვრო გალერეა;

15:00 – 17:00 საათი – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალი:

ქართული გასტრონომია – ,,ისტორია თეფშზე’’;

ყველის, ღვინის, თაფლის დეგუსტაცია, მასტერკლასები;

ადგილობრივი მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა;

საჯარო სკოლების და ადმინისტრაციული ერთეულების ჩართულობით – შემოდგომის კუთხე, მეგრული სამზარეულო, დეგუსტაცია, გამოფენები;

ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების ჩართულობით – საბავშვო სივრცე, ჩირების ნაირსახეობა, ნახატების გამოფენა, ხატვის მასტერკლასები, ცენტრებთან არსებული ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ჯგუფების კონცერტი;

მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს კუთხე – ,,იმოგზაურე წარსულში ‘’, გიფერი, შემეცნებითი აქტივობები;

ქართული ჭიდაობა;

ვიდეო-რგოლი: ,,ერთად განვაახლოთ სენაკი” – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია.

17:00 საათი – სენაკის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

18:00 საათი – გალა კონცერტი: შვიდკაცა, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ალილო, ფორტე და დავით მაზანაშვილის ბენდი.