დღეს სენაკში ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

  • დღეს, 30 აპრილს, 18:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო.

კომპოზიტორი მაყურებლის წინაშე წარდგება მომღერლებთან – ზურაბ კობეშავიძესთან და ტატო გოდერძიშვილთან ერთად და შეასრულებს ცნობილ მუსიკალურ ჰიტებს.

დასწრება თავისუფალია.