“დაასუფთავე შენი ქალაქი”

  • გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი კამპანიის ,,დაასუფთავე შენი ქალაქი’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყო.

დასუფთავდა სადგური ,,სენაკის” სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული ლოკაციები.

დასუფთავების აქციას, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და სამსახურის სპეციალისტი – კულტურისა და ახალგაზრდული მიმართულებით, გვანცა მალანია შეუერთდნენ.

აქციის მიზანია, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა, მწვანე და სუფთა გარემოს შენარჩუნების საქმეში, თითოეული მოქალაქის მოკრძალებული წვლილის შეტანა.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს