“დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, პროექტის “დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემოვიდა 13 საპროექტო წინადადება.

უწყების ცნობით, 4 საპროექტო წინადადება გადავიდა კენჭისყრის ეტაპზე. კენჭისყრის შედეგად, 3 პროექტი გაიმარჯვებს.

გამარჯვებული პროექტი 50 000 ლარით დაფინანსდება.

საჯარო კენჭისყრის ეტაპი დაიწყებულია და 23 ივნისამდე გაგრძელდება.

ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მას მხარი დაუჭიროთ: https://bit.ly/43Y4DPq