- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, 28 ნოემბერს, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ეგრისობა 2026“ გაიმართება.
დღესასწაულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, შემეცნებითი, სპორტული და გასართობი ღონისძიებები.
იხილეთ ღონისძიების პროგრამა:
13:00-დან 18:00 საათამდე
• სამეწარმეო სივრცე – ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა;
• ქართული პურის ფესტივალი – ქართული ხორბლის ენდემური და ტრადიციული ჯიშებისგან დამზადებული პროდუქციის წარმოდგენა;
• შემოდგომის პავილიონი და ეთნოკოლხური სივრცე;
• ახალგაზრდული სივრცე – მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს აქტივობები;
• საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის სენაკის წარმომადგენლობის სივრცე – თემატური აქტივობები;
• მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის სივრცე – თემატური კუთხეები, ფოტოზონები და მხატვრული კომპოზიცია თეატრალურ სტუდია „ფიროსმანის“ ნორჩი მსახიობების მონაწილეობით;
• ხელოვნების ცენტრის სივრცე – ბავშვთა კამერული ორკესტრის კონცერტი, თემატური გამოფენები და სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა კალიგრაფიული ნამუშევრების ექსპოზიცია;
• სასპორტო გაერთიანების სივრცე – ქართული ჭიდაობა;
• საგანმანათლებლო დაწესებულებების სივრცე – თემატური კუთხეები და ფოტოზონები.
16:00-დან 17:00 საათამდე
• მხატვრული პერფორმანსი „ეგრისის სამეფო“.
17:00 საათიდან
• სენაკის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია;
• ჯგუფ „შვიდკაცას“ გალაკონცერტი.
ღონისძიების წამყვანი – გიორგი კალანდია.

