- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო.
“წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. განახლებული გზით მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს. პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.