ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო

  • ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა.

2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაიგო 35 კილომეტრი გზა;

ამჟამად მიმდინარეობს – 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია;

2024 წელს დაგეგმილია 50 კილომეტრი გზის მშენებლობა.

პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს