მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე ნობათები გადაეცათ

  • აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ და მერის მოადგილემ, ლევან ელიავამ, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომა მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასაჩუქრე ნობათები კვების ცენტრის 200-მა ბენეფიციარმა და მათმა ოჯახებმა მიიღო.