- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო რეისები 29, 30 აპრილსა და 1 მაისს დაემატება.
თბილისიდან მატარებელი დილის 08:30 საათზე გამოვა და დანიშნულების ადგილას 13:15 წუთზე ჩავა.
ასევე, სენაკიდან დაიძვრება 13:50 საათზე და დედაქალაქში 18:40 წუთზე ჩავა.
ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.