სენაკის მერმა მოადგილეები წარადგინა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილეები წარადგინა. მერის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობებს – ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია დაიკავებენ.

წარდგენის პარალელურად, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, გასული და მიმდინარე კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.