სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

  • სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორ ქვეითს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.