სენაკში, ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

  • მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში, ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა.

სასულიერო პირების და ,,ალილოს” მრევლის მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრების, შობის ხატისა და დროშების თანხლებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარედ დასრულდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალილოს მონაწილეებს, მზრუნველობამოკლებული მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეგროვებული ნობათები გადასცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა.

ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ეკლესიებსა და მონასტრებში, შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი – მაცხოვრის დაბადების სიმბოლო – უწმინდესის კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია.