სენაკში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება

  • 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II -ისა და პატრიარქის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, ქალაქ სენაკში, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება.

13:30 საათზე, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში შეიკრიბება მრევლი.

მსვლელობა დაიწყება წერეთლის ქუჩიდან, ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით.

მსვლელობის შემდეგ, ეპარქიის სამღვდელოება გადაიხდის პარაკლისს.

სადღესასწაულო მსვლელობასა და სამშვიდობო პარაკლისში მონაწილეობის მიღება ყველა მართლმორწმუნეს შეუძლია.