- ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ ფაზაშია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება რუსთაველის ქუჩაზე. აღნიშნული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 738 000 ლარს შეადგენს.
საერთო ჯამში, ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს 24 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. სამუშაოების ნაწილი უკვე წარმატებით დასრულდა, ხოლო დარჩენილ ობიექტებზე ინფრასტრუქტურული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

