სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

  • ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს და ლესაჯაიეს უბნებში საგზაო ინფრასტუქტურული გზის სამუშაოები მიმდინარეობს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.

ლეკირცხალიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ. გზაზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო მილხიდები.

სამუშაოების ღირებულებამ 542 958 ლარი შეადგინა.

ლესაჯაიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ-მდე გზაზე, მოეწყო.

პროექტის ღირებულებამ 395 409 ლარი შეადგინა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით:

2022 წელს – 20 კმ. ახალი გზა დაიგო;

2023 წელს – 47 კმ. ახალი გზა;

2024 წელს დაგეგმილია 50 კმ. გზის მშენებლობა.