სენაკში საპროტესტო აქცია შეწყდა

  • სენაკში საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა. საპროტესტო აქციის მონაწილეს, რომელმაც პირი ამოიკერა, რამდენიმე წუთის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ნუკრი ხასია და დავით ვერავა შეხვდა.

მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ დაელოდებიან 15 სექტემბერს, როდესაც დასრულდება აუქციონი და ამის შემდეგ, უკვე ორშაბათს გაიმართება შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულთან და დაიგეგმება სამოქმედო გეგმა.

აქციის მონაწილის თქმით, მან საკითხების 70%-ზე მათთვის სასარგებლო პასუხები მიიღო და პირობაც, რომ ნაგებობას პროფილი შეუნარჩუნდება, თუმცა ამას არ ადასტურებს კამერებთან უშუალოდ დავით ვერავა და ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია შემსყიდველზე და მის კეთილ ნებაზე.