სენაკში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

  • სენაკის მუნიციპალიტეტსა და შპს „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 25 და 26 მაისს, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 2012-2014 და 2015-2017 წლებში დაბადებულმა 150-მდე ნორჩ ფეხბურთელმა – სენაკის, ჩხოროწყუს, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან.

ფესტივალის მხარდამჭერებია ონლაინ მაღაზია ,,ისურვე” და წიგნების მაღაზია ,,ლიბრა”, რომელთაც მონაწილე გუნდებს, მწვრთნელებს და გუნდების კაპიტნებს, თასები და სამახსოვრო პრიზები საჩუქრად გადასცეს.

ფესტივალის მიზანია საუკეთესო ფეხბურთელების გამოვლენა და ,,დინამო თბილისის რეგიონული საფეხბურთო ნაკრების” შექმნა.