სენაკში, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

  • 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებების პერიოდში, დილის 09:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე – რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

იხილეთ 26 მაისის პროგრამა:

ქალაქ სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყება.

12:00 საათიდან, მთელი დღის მანძილზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების ფარგლებში, მოაწყობს გასტრონომიულ ზონას, სხვადასხვა სივრცეს, ფოტო ზონებს, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას, გამოფენებს – ,,საქართველოს კუთხეები“ – საჯარო სკოლების მონაწილეობით; ,,ყვავილების ფესტივალს“ – საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის სექტორის ჩართულობით, თემატურ აქტივობებს;

12:00-დან 17:00-მდე, ცენტრალური სტადიონის განახლებულ სათადარიგო მოედანზე გაიმართება საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი; ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალთბურთო მოედანზე – ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში; მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში – სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში – 3X3 კალათბურთში, ტაიკვანდოში, ძიუდოში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში;

12:00-დან 13:00-მდე – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში

კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება;

13:00-დან 18:00-მდე, მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო მოაწყობს საგანმანათლებლო-შემეცნებით სივრცეებს, გასართობ ატრაქციებს, დოკუმენტური ფილმის ჩვენებას;

14:00-დან14:30-მდე – მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, საჯარო სკოლების მოსწავლეები გამართავენ ფლეშმობს;

ამფითეატრის სცენაზე, 13:00-დან 14:00-მდე, საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით, 15:00-დან 17:00-მდე კი – ადგილობრივი შემსრულებლების – ,, კოლხური ტრიოს“, ,, მუსიკელის“, ,,ეგრისის“ და ,,გოგალაის“ მონაწილეობით, საზეიმო კონცერტები გაიმართება;

17:10-ზე – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

20:00-დან, ქალაქის განახლებულ ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე, მაყურებლის წინაშე წასდგებიან მირზა მოდებაძე და ჯგუფი: ,, მირზა და ბენდი“.