- სენაკში, წყალდიდობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეზოებისა და სახლების დასუფთავებისა და წყალმოვარდნის შედეგად მოტანილი შლამისგან გაწმენდის სამუშაოებში, სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან, მოხალისეები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ჩაერთნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალელურად, მუნიციპალური სამსახურების მიერ, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ორი დღის წინ, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნების შედეგად, სენაკში, ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე.
სტიქიამ დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლებიც – დაზიანდა ხიდები, შიდა გზები, დაიტბორა სავარგულები.