სენაკში, 23 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე აინთება

  • 23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე აინთება.

იხილეთ ღონისძიების პროგრამა:

14:00 საათი – საშობაო სოფლის გახსნა.

14:15 საათი – ,,შექმენი კრეატიული ნაძვის ხე“ – სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული საბჭოს პროექტის პრეზენტაცია.

14:30 – 19:00 საათი – ,,აანთე სენაკის მთავარი ნაძვის ხე“ – შემეცნებით-გასართობი კონკურსი, გამარჯვებულის გამოვლენა და დაჯილდოება.

15:00 საათი – საახალწლო პერსონაჟების კოსტუმირებული მსვლელობა.

15:00 – 18:00 საათი: გიფერი – ,,ასახე წლის ყველაზე ბედნიერი და დაუვიწყარი დღე…“

16:00 საათი: სანტაკლაუსების საახალწლო ფლეშმობი.

17:00 საათი – 17:50 საათი:

საშობაო კარუსელი – სანტა კლაუსთან და ფერიასთან ერთად.

საახალწლო საჩუქრები – ბავშვებს.

სახეზე ხატვა

გლინტვეინის და ცხელი შოკოლადის დაგემოვნება.

17:50 საათი: გალა კონცერტი – ანრი ჯოხაძე, ბაკო ალანია და ბენდი.

18:50 საათი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას და საკრებულოს თავმჯდომარის, საბა ოდიშარიას მიმართვა.

19:00 საათი – ,,ერთად ავანთოთ საახალწლო ნაძვის ხე“.