შეხვედრა გაიმართა სენაკელ სპორტსმენთან გიორგი ჩხიკვაძესთან და მის მწვრთნელებთან

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან სენაკელ სპორტსმენს, გიორგი ჩხიკვაძეს და მწვრთნელებს: ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკელ ფალავანს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა.

22 მაისს, ბაქოში გამართულ 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, გიორგი ჩხიკვაძემ, თურქი, უნგრელი, ბულგარელი და აზერბაიჯანელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ფინალში, ლიეტუველ სავიცკასს სძლია და საქართველოს ნაკრებს, ტურნირზე, ოქროს მეორე მედალი მოუტანა.