გაიმართა “სენაკი არტ-ფესტი 2022”

  • “სენაკი არტ-ფესტი 2022”, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პატრონაჟით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის და ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის ორგანიზებით მეცხრედ იმართება, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ცნობილი მომღერლის, მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძის კონცერტით გაიხსნა.

მომღერალმა, რომელსაც აკომპანირებას მსოფლიო მასშტაბის პიანისტი, დათუნა ალადაშვილი უწევდა, ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საოპერო არიები შეასრულა.

ფესტივალის მეორე დღეს, საზოგადოების წინაშე სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, დავით ალადაშვილი, კლასიკური მუსიკის შედევრების მისეული შესრულების მანერით წარდგა.

საღამოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.