“ლაზიკა მედში” 82 პაციენტია, “სენამედში” 42

  • სამეგრელოს კოვიდ კლინიკებში 412 პაციენტია მოთავსებული. აქედან, რუხის კლინიკაში იმყოფება 188 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმე 42.

ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებული რჩება.

სენაკის კლინიკა “სენამედში” 42 მოქალაქე მკურნალობს.

ფოთის კლინიკა ბომონდში 33.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 27.

სენაკის “ლაზიკა მედში” 82 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის მძიმე 3 და საშუალო სიმძიმის 67.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 196 პირი.