ლაშა კუჭავა-სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან

  • სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები გასულია ყველანაირი სამართებლივი ნორმებიდან და მასში მონაწილეობას არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იღებს,- ამის შესახებ საკრებულოს წევრმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლაშა კუჭავამ სენაკის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდსა და თეკლათში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ეს არჩევნები გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონში პირდაპირ წერია, რომ 6 თვის განმავლობაში თუ არ შეიკრიბა საკრებულო, უნდა დაიშალოს და უნდა მოხდეს მისი ხელახალი არჩევა, რასაც “ქართული ოცნება” არაფრად აგდებს და არც აინტერესებს. “ქართული ოცნების” პრიორიტეტებია ხელისუფლება, ძალაუფლება და რაც შეიძლება მეტი ფულის შოვნა, რასაც წარმატებით ახორციელებს..”-აღნიშნა ლაშა კუჭავამ.

ინფორმაციისთვის: 10:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 101-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. გახსნილია სამი საარჩევნო უბანი, სულ რეგისტრირებულია 2 307 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ. ისინი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. სენაკში, #64 ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც საკრებულო დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა.