ლებაღათურიეს უბნის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

  • ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის ლებაღათურიეს უბნის გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 82 358 ლარს შეადგენს, მიმდინარე თვეს დასრულდება.

უწყების ცნობით, სენაკის მუნიციპალიტეტში, პარალელურად მიმდინარეობს მრავალბინიანი კორპუსების ფასადებისა და სახურავების რეაბილიტაციის პროექტები. საგზაო ინფრასტუქტურული სამუშაოები გრძელდება აგარაკის, თაყაიშვილის, მთის კალთის, ფურცელაძის, შონიას, ვახტანგ მეფის, წერეთლის ქუჩებზე, რუსთაველის მეორე ჩიხში, ასევე, ეწყობა სამხედრო დასახლებაში არსებული კორპუსების ეზოები, რეაბილიტაცია უტარდება შიდა გზებს.

საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში – 3 ლოკაციაზე – სოფელ კოტიანეთში, საარჩაიოს უბანსა და სხივის ქუჩაზე; მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულის სალიპარტიოს უბანში; ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში – 2 ლოკაციაზე, ასევე, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში.