რუხის კლინიკაში კოვიდით სენაკის მცხოვრები გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 186 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34 პირი.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი.

აბაშის “ევექსის” კოვიდ კლინიკა 20 პაციენტი.

სენაკი “ლაზიკა მედი” 108 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85 ადამიანი.

მარტვილის “ევექსის” კლინიკა 22 პაციენტი.

წალენჯიხის “ევექსის” კლინიკა 28 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ფოთის კლინიკა “ბომონდში” გარდაიცვალა 80 წლის მამაკაცი. ვირუსს რუხის კოვიდ კლინიკაში ემსხვერპლა სენაკის მცხოვრები 68 წლის მამაკაცი.