სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე პროექტები დასრულების ეტაპზეა

  • ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი დასრულების ეტაპზეა.

სენაკის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამფითეატრი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული სივრცე გახდება, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებს უმასპინძლებს.

პროექტის ღირებულება 48 223 ლარს შეადგენს.

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ქალაქში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობის პროექტი.