სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვახტანგ გადელია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ვახტანგ გადელია მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვახტანგ გადელია მერიის სამსახურების და განყოფილებების უფროსებს, მუნიციპალური ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ წარუდგინა.