სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

  • 2008 წლის აგვისტოს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე, როგორც მთელ საქართველოში, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ, სწორედ სენაკმა იწვნია.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის და ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ მებრძოლები და სამი მშვიდობიანი მოქალაქე – მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები.

მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა.

2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, კაპრალი თემურ ბოკუჩავა გმირულად დაეცა. კაპრალი ლევან თეფანია 9 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს, ცხინვალის მისადგომებთან, სოფელ ხეთაგუროვაში დაიღუპა.