სენაკის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი განახლდა

  • დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 20 საჯარო და 6 კერძო სკოლაში, სასწავლო პროცესი განახლდა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, წელს, სკოლის კარები პირველად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 365-მა პირველკლასელმა შეაღო, რომელთაც ნეთბუქები გადაეცათ.

საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სასწავლო სახელმძღვანელოების სრულ პაკეტს მიიღებს. საჯარო სკოლების 20 მოსწავლეს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, ტრანსპორტი მოემსახურება.

უწყების ცნობით, სასწავლო პროცესს მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები განახლებული ინფრასტრუქტურული გარემოთი შეხვდნენ.

თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

კოტიანეთის საჯარო სკოლაში განხორციელდა გათბობის სისტემის სარებილიტაციო სამუშაოები;

თეკლათის საჯარო სკოლაში სრულად გამოიცვალა ელექტროგაყვანილობის ქსელი.

დაწყებულია ნოსირის საჯაროს სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება.

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობისა და განახლების პროცესი უწყვეტად გრძელდება.

უახლოეს პერიოდში იგეგმება მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა; ქალაქის პირველი და ძველი სენაკის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაცია.