სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1 100 ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1 100 ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა.

სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, გეგმის მიხედვით ასევე აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით

2023 წლის აგვისტომდე ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეული სატვირთო მანქანით

სენაკის მუნიციპალიტეტისთვის კონტეინერების გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით