სენაკში ანსამბლ “შალვას” საიუბილეო კონცერტი გაიმართა

  • სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ისრაელის ქალაქ ბერშევას მერიასთან არსებული ქორეოგრაფიულ ანსამბლ “შალვას“ 50 წლის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,შალვას“ – სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ეფრემაშვილი – მოცეკვავეები, ქართველი და ებრაელი შემსრულებლები. საღამო მიჰყავდა გიორგი წერეთელს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის გადაწყვეტილებით, ისრაელში, ქალაქ ბერშავში მოღვაწე სენაკელ ებრაელს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, დამსახურებულ ქორეოგრაფს, ანსამბლ ,,შალვას“ სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით ეფრემაშვილს საცეკვაო ხელოვნების სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობის, ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანი წვლილისთვის, ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალების ორდენი გადაეცა.

ვაჟებს – ანსამბლის ქორეოგრაფ-რეპეტიტორებს – გაბრიელ და შაი (შალვა) – ეფრემაშვილებს და ქორეორგაფიულ ანსამბლს “შალვა“, ქორეოგრაფთა აკადემიის წევრის სტატუსი მიენიჭათ.

დავით ეფრემაშვილს ასევე გადაეცა შალვა (ჯამუ) გარუჩავას სახელობის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის “კუჩხიბედინერი“ ბრწყინვალების ორდენი.

საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველი მოადგილე, გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრი, ლევან უჩანეიშვილი, ქალაქის საპატიო სტუმრები – ბერშევადან, საქართველოს ქორეოგრაფთა აკადემიის პრეზიდენტი, ალექსანდრე ქართველიშვილი, აკადემიის, ქორეოგრაფიული სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.