სენაკში კამპანიის “არა ფემიციდს” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება

  • 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეის საკონფერენციო დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის რაიონული პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა, პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის – არა – ფემიციდს! ფარგლებში, შეხვედრას გამართავს.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულის პრევენციაა.

საქართველოს პროკურატურა, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას აშშ-ის საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ახორციელებს.