სენაკში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო “მადლობა, მასწავლებელო” გაიმართა

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო – “მადლობა, მასწავლებელო!..“

ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმართველობის, საგანმანათლებლო სფეროს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სანახაობრივად დატვირთულ საღამოზე მონაწილეობა გმირის სახელობის სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.