სენაკში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი როექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 738 000 ლარია გამოყოფილი.

დღეს, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციული ერთეულში – ზემო ჭალადიდში, თეკლათსა და ახალსოფელში, მოსახლეობასთან გამართულ საერთო კრებებს/კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, რწმუნებულის პირველი მოადგილე, ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელ პროექტებს მოსახლოება თავად ირჩევს, არჩეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს კი მერია განახორციელებს. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ მუხურში – საინაღვრე სისტემის რეაბილიტაცია; სოფელ სირიაჩქონში – გარე განათების ქსელის მოწყობა. თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში: თეკლათი-ბათარიის გაზაზე – ცხაურის რეაბილიტაცია; სოფელ გოლასკურში – გარე განათების სისტემის მოწყობა და საყანე ფართობის შემოღობვა; სოფელ რეკაში – გარე განათების სისტემის მოწყობა; სოფელ ტყირში – სანიაღვრე სისტემისა და ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია; ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში: სოფელ ახალსოფელში – შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება და სასაფლაოს შემოღობვა; სოფელ ისულაში -გარე განათების ქსელის მოწყობა, საჟვანიოს და მეურნეობის უბნების გზების რეაბილიტაცია, წყაროს კეთილმოწყობა.