“სენამედში” კორონავირუსით მესტიის მცხოვრები ქალი გარდაიცვალა

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.

რუხის კლინიკაში იმყოფება 186 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 34.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი.

სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი.

ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 45 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 ადამიანი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 20 პაციენტი.

სენაკი “ლაზიკა მედი” 108 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 85 პირი.

მარტვილის ევექსის კლინიკა 22 პაციენტი.

წალენჯიხის ევექსის კლინიკა 28 პაციენტი.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 256 ადამიანი.

ამავე ინფორმაციით, სენაკის კლინიკა “სენამედში” კორონავირუსით მესტიის მცხოვრები 86 წლის ქალი გარდაიცვალა.