სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

  • სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, სენაკის მერთან ერთად გვირგვინებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბისკირიასა და ნოდარ კანკიას ბიუსტები.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, თანამედროვე საქართველოს გმირებმა თავიანთი თავდადებით მაგალითი მისცეს მომავალ თაობებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო.