ცესკოს, სენაკის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს

  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო), სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს აწერენ ხელს.

ეთიკის კოდექსს ხელი ცესკოს წევრებმა დღეს მოაწერეს. დოკუმენტზე ხელისმოწერით კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს,  საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები. იმოქმედებენ ღიად და გამჭვირვალედ.

შეგახსენებთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე პირველ ოქტომბერს გაიმართება.

ინფორმაციისთვის: სენაკის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნები სამ საარჩევნო უბანზე პირველ ოქტომბერს გაიმართება.