ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს

  • პირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

ცესკო მიმართავს საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს დროულად გაიარონ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად.

დეტალური ინფორმაცია შუალედური არჩევნების აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადების და წესების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3QUMgof