12-13 ნოემბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 197-ე კილომეტრზე შპს „ვარციხე 2005“ აწარმოებს.

მის საკუთრებაში არსებული 110 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „კოხრა-4“ – ის სარემონტო სამუშაოებს, რისთვისაც საჭიროა, აღნიშნულ მონაკვეთზე 2021 წლის 12 და 13 ნოემბერს, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დაკეტვა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ექვსჯერ 15 წუთიანი ინტერვალით.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით