24-25 ნოემბერს გორის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, 2021 წლის 15 და 16 ნოემბერს დაგეგმილი იყო პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, თუმცა უამინდობის გამო, ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფილაქტიკური სამუშაოები განხორციელდება 2021 წლის 24-25 ნოემბერს.

“კერძოდ, 2021 წლის 24 ნოემბრის 23:00 სთ-დან 25 ნოემბრის 02:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 25 ნოემბრის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით”.-ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.