26 მაისის ღონისძიებების პროგრამა სენაკში

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება.

იხილეთ 26 მაისის პროგრამა:

12:00-14:00 გამოფენები, სახეზე ხატვა, ასფალტზე ხატვა, ფოტო ზონები, გასტრონომიული სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერი;

12:00-16:00 ,,საქართველოს კუთხეები“ – გამოფენები საჯარო სკოლების მონაწილეობით; ,,ყვავილების ფესტივალი“ – საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის სექტორის მონაწილეობით – მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერი;

12:00-17:00 საბავშვო საფეხბურთო ფესტივალი -ცენტრალური სტადიონის განახლებული სათადარიგო მოედანი; ფინალური მატჩი მინი ფეხბურთში – ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალთბურთო მოედანი; სპორტული აქტივობები სხვადასხვა სახეობებში – 3X3 კალათბურთში, ტაიკვანდოში, ძიუდოში, მკლავჭიდსა და ჭადრაკში – მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერი;

12:00-13:00 კლასიკური მუსიკის კონცერტი – ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი;

13:00-14:00 კონცერტი – საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მონაწილეობით – ამფითეატრი;

14:00-14:30 ფლეშმობი – საჯარო სკოლების მონაწილეობით – მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერი;

13:00-18:00 მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს აქტივობები – საგანმანათლებლო-შემეცნებითი სივრცეები, გასართობი ატრაქციები, დოკუმენტური ფილმის ჩვენება – მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერი;

17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!

15:00-17:00 ადგილობრივი შემსრულებლების – ,, კოლხური ტრიოს“, ,, მუსიკელის“, ,,ეგრისის“ და ,,გოგალაის“ კონცერტი – ამფითეატრი;

20:00-21:30 გალა კონცერტი – მირზა მოდებაძე და ჯგუფი: ,, მირზა და ბენდი“ – ქალაქის განახლებული ცენტრალური მოედანი.