სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია

  • სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია.

უწყების ცნობით, კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 6 საპროექტო წინადადება, მათგან, მოქალაქეების ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, ორმა პროექტმა გაიმარჯვა.

ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში ორი ერთეული მულტიფუნქციური ენერგოეფექტური მოსაცდელი და ჭავჭავაძის ქუჩის N 82ა-ში საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა.

2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის.