სენაკში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა

  • სენაკში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაზიანებულია სკვერის ინფრასტრუქტურა, სრულად განადგურებულია სკამების ნაწილი.